logo
ENG



ვოლსკი: სახელმწიფო ვალდებულია შეზღუდოს მოქალაქის ნაბიჯები, თუ მათ ინტერესს ეწინააღმდეგება

02 სექ 202017:37
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ლიდერი, გია ვოლსკი ევროპაში გამგზავრების შეზღუდვებზე  ცვლილებებს აფასებს და ამბობს, რომ ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა, თუ მოქალაქის ინტერესს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს, 2 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა.

"კონკრეტულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ყველა დოკუმენტი იმ სტანდარტებთან შესაბამისობაში, რომელიც იმ საზღვართან დახვდება, რათა იქ ჩასულს არ მოუწიოს წვალება. სახელმწიფოს ვალდებულება აქვს თავისივე მოქალაქეებს მისცეს მითითება და შეზღუდოს, მათი ნაბიჯები, თუკი ეს მათივე ინტერესის საწინააღმდეგო იქნება", - ამბობს ვოლსკი.

მომავალი წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს საზღვარზე უფლება მიეცემა, შენგენის ზონის მიმართულებით მიმავალი მგზავრი არ გაუშვას. ამ შინაარსის კანონპროექტი მესამე მოსმენით, 74 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დღეს, 2 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესს, აგრეთვე, უარის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ადგენს.


close დახურვა