logo
ENG



ვოლსკი:მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, დაწესებულებებშიც არ უნდა დაუშვან

29 იან 202015:49
3 წუთის საკითხავი
 
yizui7d7isw873w.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მასალაში ტერორიზმთან არსებული ფაქტები თვალსაჩინოა.

„იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, დაწესებულებებშიც არ უნდა დაუშვან ამ პერიოდში, სანამ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში და იმ ოპერაციისთვის მზადება, რომელსაც შეეძლო საქართველო სამუდამოდ მუხლებზე დაეყენებინა. ეს ფაქტი მოხდა, კავშირები დადასტურებულია. ახლა ჯერი სასამართლოზეა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მოცემულ საქმეზე გამოძიება შეწყდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის ამ შედეგს ელოდა და ბრძოლას აგრძელებს. მაჩალიკაშვილს სურს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. 

თემირლან მაჩალიკაშვილი 2019 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ საძნებელში თავის არეში დაჭრეს. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. 


close დახურვა