logo
ENG



ვოლსკი - საუბარი იმაზე, რომ გაზპრომი მართალია და ჩვენ ვტყუით, არასწორია

27 მაი 202017:01
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების განახლების შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოპონენტები ამ თემით სპეკულირებენ და მნიშვნელოვანი პროექტების გადაფარვას ცდილობენ.

„საერთოდ ორი დღე არ არის, თუ მესამე დღეა, რაც პირველი საცდელი ტრანსპორტირება მოხდა კასპიის რეგიონიდან საქართველო-თურქეთი-საბერძნეთის გავლით და იტალიამდე ჩადის. ეს არის უშველებელი პროექტი, რომლის გადაფარვას "გაზპრომის" თემით ემსახურება გარკვეული მედიებიც და რა საკვირველია, შორს არ იქნებიან ამისგან პოლიტიკური ოპონენტები. ეს იყო 100%-იანი გაზის მოწოდება "გაზპრომიდან", შემდეგ შემცირდა. 2012 წლის შემდეგ "გაპზრომის" მოწოდება ჩამოვიდა 4-5%-მდე. ახალ ამაში მოლაპარაკებული თემა ფასთან დაკავშირებით არის კომერციული ნაწილი რომელიც საერთო შეთანხმებით არ ქვეყნდება. ასე რომ მე სურვილი მაქვს დავუჯერო ჩემს ეკონომიკის მინისტრს, თქვენ გსურთ დაუჯეროთ გაზპრომს. ამასთან დაკავშირებით არის მიზერული რაოდენობა შემოსვლის. ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ აზერბაიჯანიდანაც ვღებულობთ. ასევე არის გაზი, რომელსაც რუსეთი ატარებს საქართველოს გავლით და ამაში ფულს იხდის. ეს არის მთლიანი მოთხრობა და ამ თემიდან კონტექსტიდან ამოღებულად საუბარი, რომ „გაპზრომი“ მართალია და ჩვენ ვტყუით, არასწორია“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.


close დახურვა