logo
ENG



ვოლსკი ბესელიას ინიციატივაზე:ეს დაპირისპირების გაღრმავებას ემსახურება

15 ნოე 201915:39
3 წუთის საკითხავი
 
lgwisauyk93bdby.png

„ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი უკვე ჩავარდნილია, მიუხედავად იმისა, რომ მას 101-მა დეპუტატმა მისცა ხმა. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩავარდნილი ინიციატივის მეორე მოსმენით სხდომაზე გატანაზე საუბარი, საზოგადოებაში დაპირისპირების გაღრმავებას ემსახურება.

„101 ხმით ჩავარდნილი კანონპროექტის განხილვა, სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების ინტერპრეტაციების მიუხედავად, არის უსაფუძვლო. მე ეჭვი მიჩნდება, არა პირადად ეკას მიმართ, ასეთი თემის შემოტანა, რომ თითქოსდა კანონში არის რაღაც ლუფტი, მაინც შეიძლება 101 ხმით გაგრძელდეს კანონპროექტის განხილვა, ემსახურება ერთ მიზანს, რომ გაღრმავდეს დაპირისპირება და პოლიტიკურმა პარტიებმა ის ხალხი მოიზიდონ, რომელთაც დაპირისპირების მიუხედავად ყოყმანი გააჩნიათ სწორია თუ არა მიღებული გადაწყვეტილება. გამოვრიცხავ, რომ ადამიანებს, რომელთაც აქვთ იურიული განათლება, არ ჰქონდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კანონი ჩავარდნილია", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის განხილვა მეორე და მესამე მოსმენით უნდა მოხდეს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუმარტა, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის პირველ მოსმენას მინიმუმ 100 დეპუტატი ესწრებოდა, ჩაგდების შემთხვევაშიც, ის მეორე მოსმენაზე უნდა გავიდეს. დეპუტატის მტკიცებით, ამას კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ითვალისწინებს. 


close დახურვა