logo
ENG



ვოლსკი კვიციანს საკონსტიტუციო ცვლილებებზე:გადაწყვეტილების მიღება არ გინდათ

21 ივნ 202013:49
3 წუთის საკითხავი
 

გია ვოლსკი პასუხობს იმ დეპუტატებს, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს არ უჭერს მხარს - მისი თქმით, მათ უბრალოდ გადაწყვეტილების მიღება არ უნდათ.

გია ვოლსკი აცხადებს, რომ ეს ისტორიული შეთანხმებაა და მისი მიღების საჭიროება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანების არგუმენტები, რატომ არ უჭერენ მხარს.

„ვერაფერს ვერ დავეთანხმები არგუმენტს. არ შეიძლება არ გავაკრიტიკო გადაწყვეტილება, რომ მხარს არ დაუჭერს იმის გამო, რომ ეს საქართველოში არ გადაწყვეტილა - საქართველოში გადაწყდა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ვერ მივიღებ არგუმენტს, თუკი ჩვენ არ გადავწყვეტთ, რომ ვალდებულება დავუწესოთ არჩევნებში მონაწილეობის, იქნება ეფექტური - არ იქნება ეფექტური, უამრავი ხალხი ვერ მიიღებს, ადმინისტრირება რთულია. თუკი თქვენ ამ პირობით დაუჭერდით მხარს, უამრავი არ დაუჭერდა მხარს - უბრალოდ გადაწყვეტილების მიღების სურვილი არ გაქვთ. რამდენიმე განცხადება იყო კიდევ აქ - საფუძველი, რომლითაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, უფრო ძლიერია, ვიდრე იმათი, ვინც მხარს არ უჭერს. 60 წელიწადში შეიძლება ცოცხალი არ ვიყოთ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით გამაგრებული პოლიტიკა დარჩება მომავალ თაობებს", - აცხადებს გია ვოლსკი.


close დახურვა