logo
ENG



ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე: მე ასე გავიგე, რომ მთავარი იარაღი განათლებაა და არა ომი

11 დეკ 201913:53
3 წუთის საკითხავი
 
gqk0knvv8lpeivn.jpg

სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ უჭირთ იმის ახსნა, თუ რა იგულისხმა პრეზიდენტმა ჯარის არქონაში.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის განცხადება არასწორად იქნა გაგებული და რეალურად ზურაბიშვილი სხვა რაღაცის თქმას ცდილობდა.

„ჩვენი ჯარი არის ერთ-ერთი მოწინავე მთელ მსოფლიოში და საერთაშორისო სტანდარტის. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება მე ასე გავიგე, რომ მთავარი იარაღი განათლება, კულტურაა პრიორიტეტი არა ომი, არამედ განვითარებაა განათლების ხაზით“, - აცხადებს გია ვოლსკი. 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი აკრიტიკებს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას და ამბობს, რომ კონტექსტისდა მიუხედავად, ყველა პოლიტიკოსი ფრთხილად  უნდა იყოს მსგავს თემაზე განცხადების გაკეთებისას.

„საქართველოს ჰყავს ჯარი და ჯარისკაცები, რომლებითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ამას აღიარებენ მთელ მსოფლიოში. ისინი პარტნიორების მხარდამხარ იბრძვიან მსოფლიო მშვიდობისთვის. მე ვფიქრობ, პოლიტიკოსების მხრიდან მეტი სიფრთხილეა გამოსაჩენი", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

სეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვების დამახინჯება და არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

 


close დახურვა