logo
ENG



ვოლსკი რურუას გათავისუფლებაზე:სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და არა პოლიტიკური პარტია

09 ივნ 202010:38
3 წუთის საკითხავი
 

როდის დატოვებს გიორგი რურუა საპატიმროს და როდის შეასრულებს მმართველი გუნდი 8 მარტს დადებულ ხელშეკრულებას, ამ კითხვაზე პასუხი „ქართულ ოცნებაში“ ისევ არ აქვთ. გია ვოლსკის განმარტებით გადაწყვეტილებას არა კონკრეტული პარტია, არამედ სასამართლო იღებს.

„სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და არა პოლიტიკური პარტია. იყო ის დრო, რომ ის ხალხი ვინც ეხლა ითხოვს რურუას გამოშვებას, ასე განაგებდა ქვეყანას. ვისაც უნდოდათ დაიჭერდნენ ჩასვამდნენ ციხეში, ვისაც უნდოდათ აწამებდნენ და ღირსებას და ჯანმრთელობას წაართმევდნენ. უნდათ, რომ ჩვენც იგივე იარლიყი მოგვაწებონ და ვერ მოხდება ეგ, სასამართლო წყვეტს მაგ საკითხს და არა პოლიტიკური პარტია“, - განაცხდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკმა.

ნიკა რურუას ძმა და მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

შსს-ს განმარტებით ნიკა რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


close დახურვა