ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი გია ვოლსკი ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას უპერსპექტივოს უწოდებს.
ვოლსკის განცხადებით, გიგი უგულავა, როგორც პოლიტიკოსი, გაკოტრებულია.
„პერსპექტივა ნამდვილად არ გააჩნია, ფოთელი იქნება, გორელი თუ თბილისელი - ყველამ იცის, ვისთან აქვს საქმე. ეს არის ქურდბაცაცა ადამიანი, რომელსაც ერთი აქვს მარტო, რომ დიდი, მაღალი ხმით შეიძლება იყვიროს და აღშფოთება გაითამაშოს. დანარჩენი აღარაფერი არ აქვს - გაკოტრებული პოლიტიკოსია და არც სხვა სპეციალობა არ გააჩნია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ნაციონალური მოძრაობა ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას ოფიციალურად 21 აგვისტოს წარადგენს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პარტია ფოთის მერობის კანდიდატად ბოკუჩავას წარადგენდა, თუმცა ეს არ დადასტურდა.