logo
ENG



ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელ ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს

29 ივლ 202213:29
3 წუთის საკითხავი
 

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს. ფორმულა მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.

ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის მენეჯერი, რევაზ ჩხიკვაძე ფორმულას უყვება, რომ დაზარალებული გუშინ, გვიან ღამით ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში შეიყვანეს შემდეგ კი ბათუმში გადაიყვანეს. ჩხიკვაძის თქმით, მას თირკმლის უკმარისობა ჰქონდა და სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

„შემოვიდა უგონო მდგომარეობით პაციენტი რეანიმაციაში. დაუდასტურდა თირკმლის უკმარისობა და შემდეგ გადაყვანილი იქნა ჰემოდიალიზისთვის სხვა კლინიკაში. დაზიანებები, ნაკაწრები აღენიშნებოდა სხეულზე“ - აცხადებს ჩხიკვაძე.

ერთ-ერთი მოქალაქის ცნობით კი დაზარალებულზე სექსუალურად იძალადეს და მას მუცლის არეში ანთებული სიგარეტით დამწვრობები ჰქონდა მიყენებული.


close დახურვა