logo
ENG



ვხედავთ რუსეთის მხრიდან გამოწვევებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისკენ-ადამ კისიგერი

06 ნოე 201911:51
3 წუთის საკითხავი
 
0as1qi9ldfg74gs.png

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კისიგერი Freedom House-ის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება. როგორც კისიგერი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე მედიასაც ეხება და ამერიკას საქართველოს ამ მიმართულებით მხარდაჭერა სურს. 

"ყოველდღე ვხედავთ გამოწვევებს რუსეთისა და მისი მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისკენ. ეს გამოწვევები ასევე უკავშირდება მედიას, აქაც და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ეხება კიბერთავდასხმებსა თუ სახელმწიფო ინსტიტუციების ძირის გამოთხრას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ამერიკის სახელით ვამბობ, რომ გვინდა გავაძლიეროთ ამ ქვეყნის მხარდაჭერა", - განაცხადა კონგრესმენმა.

საკითხს ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდიც გამოეხმაურა. დიპლომატის თქმით, ამერიკა საქართველოში მედიის თავუსუფლების გაძლიერებას მხარს უჭერს. 

"Freedom House-ი არის კერძო ორგანიზაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს ქვეყნებში ვითარების საკუთარ, დამოუკიდებელ შეფასებას ამზადებს. ამერიკა საქართველოში მედიის თავისუფლების გაძლიერებას ძლიერად უჭერს მხარს, რაც დემოკრატიული საზოგადოების საძირკველია", - აღნიშნა რუდმა. 

შეგახსენებთ, რომ Freedom ​House-მა ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს. ანგარიშში Freedom House რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის სამთავრებო ე.წ. ტროლები და ბოტები, ოლიგარქის გავლენა პოლიტიკაზე და სხვა.

 

 

 

 


close დახურვა