logo
ENG



ზაალ უდუმაშვილი მედიაში ბრუნდება

29 მაი 202217:20
3 წუთის საკითხავი
 

ზაალ უდუმაშვილი ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და მედიაში ბრუნდება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"მე ვთვლი, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი გადის მედიაზე. ისე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომლებიც ვითარდება მედიაში. ამიტომ მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავბრუნდე მედიაში. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა ვიცვლი დისლოკაციის ადგილს.

ვიცი წინასწარ, რა იქნება მთავარი შეკითხვა, თუ სად მივდივარ, მაგრამ სწორად გამიგეთ, ამ ეტაპზე მე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ვიცავ გარკვეულ წესებს, თუმცა ძალიან მალე ყველაფერი გახდება ცნობილი და გპირდებით, რომ ძალიან მალე ერთმანეთს შევხვდებით ეთერში", - თქვა მან.

უდუმაშვილმა მაშინდელი რუსთავი 2 2017 წელს დატოვა და ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის მერობის კანდიდატი გახდა.


close დახურვა