რუსეთი უკრაინას იმ ზავის დარღვევაში ადანაშაულებს, რომელზე თანხმობაც ოფიციალურ კიევს არ განუცხადებია. მოსკოვი ცინიკურად ამტკიცებს, რომ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ცეცხლი 36 საათით შეწყვიტა, უკრაინას კი დასახლებებისა და რუსეთის არმიის პოზიციების დაბომბვაში სდებს ბრალს.