logo
ENG



ზავრადაშვილი სანაიას ცემაზე: ისე გავბრაზდი, ვერც კი წარმოიდგენთ

25 თებ 202112:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/25/snl71k33smh7obc.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი ფორმულასთან საუბარში ფორმულას ტელეწამყვანზე, ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ წარმოუდგენელია ამ ფაქტში ხელისუფლებას რაიმე ფორმით ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა.

ზავრადაშვილის თქმით, მისთვის ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. 

"ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ნებისმიერ ძალადობას ვგმობ სასტიკად. ეჭვიც არ მეპარება, რომ სასწრაფოდ მოძებნიან ვინც ეს გააკეთა და ძალიან მკაცრად დაისჯება. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ამაში ხელისუფლებას რაიმე ფორმის ჩარევა ქონდეს. ისეთი გავბრაზდი ახლა, ვერც კი წარმოგიდგენიათ. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია ჩემთვის, ეჭვიც არ მეპარება, რომ სასწრაფოდ იქნება გამოძიებული", - აცხადებს ზავრადაშვილი.

ფორმულას ტელეწამყვანს, ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს, 25 თებერვალს მოხდა. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს. 

სანაია მასზე თავდასხმასა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. იგი ყვება, რომ აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც იგი პირბადის გარეშე იცნეს, ამის შემდეგ კი დაიწყეს ტელევიზიების ლანძღვა. 

ტელეწამყვანი ფორმულასთან ინტერვიუში ყვება, რომ დაზიანება აქვს როგორც თავზე, ასევე ხელებზე, ფეხზე, აქვს ძლიერი თავის ტკივილი. მისივე თქმით, დაზიანება მიიღო მისმა რძალმაც. როგორც ის ყვება, თავდამსხმელის მუშტი მასაც მოხვდა.

"პირდაპირ, აგრესია ჰქონდაც ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგნელის მიმართ, ტელევიზიების მიმართ გინება, ჩვენ მიმართ. მათ მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, ტვ პირველის მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ, ერთ-ერთში, ოღონდ უკვე ფიზიკური სახით გამდოვიდა ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე", - აცხადებს ვახო სანაია. 


close დახურვა