logo
ENG



ზაზა გახელაძე 12-წლიანი პატიმრობის შესახებ ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

15 თებ 202112:24
3 წუთის საკითხავი
clock 340
ზაზა გახელაძე 12-წლიანი პატიმრობის შესახებ ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძე ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას დე-ფაქტო მოსამართლეთა კოლეგიაში არ გაასაჩივრებს.

მისი ცოლის, ირმა ბუთხუზის თქმით, ეს ინფორმაცია მას გახელაძის ადვოკატმა მიაწოდა.

„გუშინ დარეკა ადვოკატმა, მითხრა, რომ ზაზა გასაჩივრებას არ აპირებს. რის საფუძველზე, რატომ, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ვიცი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თავს გრძნობს ნორმალურად", - ამბობს ირმა ბუთხუზი.

ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 


close დახურვა