logo
ENG



ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდნენ

05 აპრ 202311:33
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალურ მოძრაობას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო ძალების შტაბის ყოფილი უფროსი მამუკა ყურაშვილი შეუერთდნენ.

პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით, გოგავა სამდივნოში იქნება, ხოლო მამუკა ყურაშვილი თბილისის ორგანიზაციაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს.

როგორც გოგავამ და ყურაშვილმა განაცხადეს, პარტიაში ვერ გაწევრიანდებოდნენ, რადგან ჰააგაში და სტრასბურგში აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიებები საქმეების განხილვა მიმდინარეობდა.

"ამ ათი წლის განმავლობაში მე და ბატონი გენერალი მრავალი სამხრეებიანი და სამოქალაქო პირი ვემსახურებოდით დიდ მიზანს, რომელიც გასული წლის ბოლოს დასრულდა საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვებით, ესაა ჰააგის ტრიბუნალის დასკვნა, მანამდე ერთი წლით ადრე სტრასბურგის დასკვნა. არ გვინდოდა, რაიმე პოლიტიკური შემხებლობა გვქონოდა რაიმე ნაწილთან. ამის შემდეგ უკვე განვითარებული მოვლენების გამო, სტრასბურგის ბრწყინვალე გამარჯვების შემქმნელი და მთავარსარდალი იმყოფება ციხეში. ყოფილი თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ დევნაშია. ათასობით სამხედრო ქვეყნიდან წასულია, ათასობით სამხედრო იბრძვის დიდი ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი დაუძინებელი მტერი რუსეთი ჰქვია. ბოლოს გადამწყვეტი მომენტი იყო 7-9 მარტის მოვლენები, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მომავალ თაობას თავისუფლებაში ცხოვრების გემოს უნდა ვაცნობდეთ, მათ გავაცანით მხუთავი აირისა და წიწაკის სპრეის გემო", - თქვა ბრიფინგზე ზაზა გოგავამ.

"ჩემთვის დიდი პატივია ნაციონალურ მოძრაობაში შემოსვლა. მე ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა გრძელდება, ოკუპანტი ისევ აქტიური. ამ ყველაფრისთვის საჭირო მოთმენა, ეს დიდი გამარჯვება", - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.


close დახურვა