logo
ENG



ზაზა სარალიძე: ველოდები მიხეილ კალანდიას პროცესის დასრულებას

01 დეკ 201914:05
3 წუთის საკითხავი
 
cx0idnj20hwyrcb.jpg

ზაზა სარალიძე შვილის გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე მკვლელობის ადგილას მივიდა. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ის ელოდება, თუ როდის აღდგება სამართლიანობა და გაეცემა ყველა კითხვას პასუხი.

„ფაქტობრივად, ამ ეტაპისთვის ყველა კითხვა პასუხგაუცემელია. ჩემი შვილის მკვლელი, ამ ეტაპზე, არ არსებობს. გასაგებია, რომ პასუხისგებაში არის მიცემული ადამიანი და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მთავარი გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის სასამართლოს. დაველოდოთ სასამართლოს. რა კითხვებიც უნდა დასმულიყო თავიდან, ის კითხვები ისმის ახალი პროკურორების მხრიდან. ეს კითხვები რომ დასმულიყო პროკურორ ფხაკაძისა და გუგუშვილის მხრიდან, ეს საქმე აქამდე არ მივიდოდა. ველოდებით კალანდიას პროცესების დასრულებას. მტკიცებულებები ყოველთვის იყო თავის ადგილას. რა თქმა უნდა, დაემატა რაღაცები. რაც შეეხება მოსამართლის ცვლილებას - ფაქტია, რომ პროცესის გაწელვას ემსახურება ეს, მაგრამ ამაზე ყურადღებად არ გავამახვილებ ახლა. დაველოდოთ თებერვალს. არასდროს არ იქნება ჩემი ნდობა მათ მიმართ, სანამ სასამართლო არ დასრულდება ისე, რომ ჭეშმარიტება იქნება აღდგენილი. ამ ეტაპისთვის ცდილობენ მაინც, რომ სწორად წავიდეს ყველაფერი. ვერავინ ვერ დამაჯერებს მე იმას, რომ ამ ეზოში მკვლელობები ვერ დაენახა ვერავის. წინასწარ არ ვილაპარაკებ. ის მატყუარა მოწმეებიც პასუხისგებაში მიეცემიან, რომ დასრულდება ყველაფერი. ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა, გონს მოეგოს ყველა დამნაშავე პირი. ამ ბიჭების სისხლის ყოველთვის გაჰყვება მათ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ე.წ. ქუჩური გარჩევისას მოკლეს. ლევან დადუნაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.


close დახურვა