logo
ENG



ზაზა სარალიძის საქველმოქმედო ფონდმა მორიგი გამოფენა-გაყიდვა მოაწყო

22 დეკ 201917:36
3 წუთის საკითხავი
 
15sk4mmpxxmlwui.jpg

ფონდ "დათუჩას" მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში გაიმართა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრების ორგანიზებით საქცელმოქმედო ღონისძიებაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ზაზა სარალიძემ ღონისძიების ორგანიზებაში ყველა ჩართულ პირს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება. 

"მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ პიროვნებას, ვინც ამ ფონდის ღონისძიებაში მაქსიმალურად იყო ჩართული. წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები. ეს ფონდი დაარსებულია 2018 წლიდან. ჩემი შვილის დაბადების დღეზე დაავარსე და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მაცოცხლოთ ყველა ის პატარა, ვისაც სჭირდება მკურნალობა, გადაუდებელი ოპერაცია და ასე შემდეგ", - განაცხადა სარალიძემ. 

შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2010 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე სიკვდილს ორი დღის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მას შემდეგ მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ ქვეყნის მასშტაბით მისი შვილის მკვლელის დაკავების მოთხოვნით საპროიტესტო აქციები დაიწყო. 


close დახურვა