logo
ENG



ზაზა ხუციშვილი ოცნების შეთავაზებას 100-50-ზე, მხარს უჭერს

19 თებ 202013:40
3 წუთის საკითხავი
 
yl6wtpsvzu2zafp.jpg

 

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი არჩევნების 100/50-ზე პრინციპით ჩატარებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე თანახმაა. ხუციშვილი მზადაა, ამ საკითხზე მმართველ გუნდთან შეხვედრა გამართოს.

„ოცნებასთან“ შეხვედრა გამართეს პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წარმომადგენლებმაც, თუმცა ამ დროისთვის უცობია, დათანხმდებიან თუ არა ისინი არსებულ შეთავაზებას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებთან დაკავშირებით ინდივიდუალური შეხვედრები შესთავაზა. მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ თუ ისინი 100/50-ზე შეთავაზებას თვის ბოლომდე არ დათანხმდებიან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ არსებული სისტემით ჩატარდება. მმართველი გუნდის საპასუხოდ, ოპოზიციური პარტიების ლიდერეთა უმრავლსეობამ განაცხადა, რომ ინდივიდუალურ შეხვედრებს არ გამართავენ და არც 100/50-ზე შეთავაზებას დათანხმდებიან.

 


close დახურვა