logo
ENG



ზალკალიანი აქციებზე: პოლიტიკური ძალები არ უნდა გავიდნენ კანონის ჩარჩოებიდან

27 ნოე 201913:57
3 წუთის საკითხავი
 
axujbr85vhaiff5.jpg

პოლიტიკური ძალები არ უნდა გავიდნენ კანონის ჩარჩოებიდან, - ასე აფასებს სტრასბურგში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციებს.

მისიტრი სტრასბურგში დებატებზე დასასწრებად ჩავიდა, რომელიც რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს. თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში არსებული მდგომარეობაა. ზალკალიანი ამბობს, რომ სტრასბურგში მყოფი „ქართული ოცნების“ დეპუტატები ევროპარლამენტარებს ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან.

„ჩვენი პარლამენტარები აქ იმყოფებიან და უკვე აქვთ კონტაქტი საკუთარ პარტნიორებთან ევროპარლამენტის შიგნით. აუცილებელია ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ევროპარლამენტარებისთვის, რათა იცოდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი. ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია პროცესები არ გასცდეს კანონის ფარგლებს, რადგანაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია  სტაბილურობა. სტაბილურობის საფრთხეა კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლა. აუცილებელია იყოს დიალოგი და ამის ადგილი პარლამენტია“, - განაცხადა ზალკალიანმა.       

გარდა ამისა, დავით ზალკალიანს დღეს სიმბოლურ გასაღებს გადასცემენ და საქართველო 6 თვით გახდება ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. 

 


close დახურვა