საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს ელჩობის კანდიდატის კელი დეგნანის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ელჩის ეს სურვილები იქცეს რეალურ თანამშრომლობაში, ეს ესეც იქნება.
„ფოკუსი გაკეთდა ოკუპირებულ ტეიროტირაზე შექმნილ სიტუაციაზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე. მნიშვნელოვანია, რომ ელჩის ეს სურვილები რეალობად იქცეს, ეს ესეც იქნება,“ - აცხადებს ზალკკალიანი.
მრავალფეროვანი მედია, სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი არჩევნები - ეს ის გამოწვევებია, რომელსაც საქართველოში უკვე ხედავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატი. დონალდ ტრამპის მიერ დასახელებული კელი დეგნანი პირველად წარდგა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და სენატორთა შეკითხვებსაც უპასუხა. დიპლომატმა საკუთარ გამოსვლაში რუსულ აგრესიასა და უკანონო ბორდერიზაციის პროცესზეც ილაპარაკა. გამოცდილი დიპლომატი სენატის მხარდაჭერის შემთხვევაში პირველი ქალი გახდება, რომელიც საქართველოში აშშ-ს დიპლომატიურ მისიას ჩაუდგება სათავეში.