logo
ENG



ზალკალიანი ემიგრანტებზე: ვფიქრობთ ეტაპობივად ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებაზე

01 აპრ 202014:16
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა მინისტრსა და ევროპის ქვეყნებში საქართველოს საკონსულოების ხელმძღვანელებს შორის ვიდეო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა იმ ქვეყნებში მომუშავე კონსულებმა მიიღეს, სადაც საქართველოს მოქალაქეების კონცენტრაცია და კორონავირუსის ზრდის დინამიკა მაღალია. საუბარი უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს შეეხო.

"ვისმჯელეთ იმაზე, როგორ შეიძლება იქ დარჩენილი ქართველებისთვის დახმარების აღმოჩენა. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ეტაპობივად ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებაზე და ამ საკითხზე მსჯელობა მიდის. გვაქვს კავშირი საქართველოს ავიახაზებთან და ასევე აქტიურად ვმუშაობთ 10 აპრილის შემდგომ მუშაობაზე",-განაცხადა  დავითზალკალიანმა.


close დახურვა