საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საზღვრის გახსნის საკითხზე განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვრების გახსნა, საქართველოსთან მიმართებაში თავად ამ ქვეყნების გადაწყვეტილებების იდენტური იქნება. მინისტრის თქმით, ავსტრიამ, შვედეთმა, დანიამ და ბულგარეთმა საერთოდ არ გაითვალსიწინა ევროკავშირის რეკომენდაცია და საზღვრები 15-დან არც ერთ ქვეყანას გაუხსნა, მათ შორის არც საქართველოს.
"ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება სარკისებური - რა გადაწყვეტილებასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი ამ ქვეყნებთან მიმართებაში. დღევანდელი მოცემულობით, მაგალითად გერმანიამ გამოაცხადა, რომ არანაირ წინაპირობას არ აყენებს და ის უშვებს და ემორჩილება ევროკავშირის რეკომენდაციებს. ასევეა, ბალტიიპირეთი, უნგრეთი, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ მზად არიან, ჩვენი გადაწყვეტილება საზღვრის კვეთის, იქნება ორმხრივად შეთანხმებული",-აღნიშნა ზალკალიანმა.