logo
ENG



ზალუჟნი: უკან ვიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია, ვერავინ და ვერაფერი შეგვიშლის ხელს

14 ოქტ 202218:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/14/6f5mm8j8eo7w1rd.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინელ ხალხს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს იმის დაბრუნებაში, რაც მათი საკუთრებაა.

"ჩვენ გავუძელით მტრის ძლიერ დარტყმას. ჩვენ ვაჩვენეთ რას ნიშნავს იყო უკრაინელი, გქონდეს გამბედაობა, იბრძოლო შენი თავისუფლებისთვის. სასტიკ ბრძოლებში, რუსული ჭურვების ფოლადის წვიმის ქვეშ, ჩვენ ჩვენი მიწის ყოველი ნაწილი გვეჭირა.

ჩვენ შევაჩერეთ მტრის შემოსევა და დავმარხეთ მითი რუსული ჯარის უძლეველობის შესახებ, ახლა კი უკან ვიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია, ვერავინ და ვერაფერი შეგვიშლის ხელს," - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

უკრაინელ დამცველებს 14 ოქტომბერი დღეს ზელენსკიმ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წარსულში უკრაინისთვის იბრძოდა და ვინც ახლა იბრძვის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელები აუცილებლად გაიმარჯვებენ.

დღევანდელი დღე უკრაინის დამცველებს ასევე უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ მიულოცა. ზელენსკას თქმით, უკრაინის დამცველები უკრაინელი ხალხის თავისუფლების მხარდაჭერა და სიმბოლოა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელ ხალხს სჯერა გამარჯვების.


close დახურვა