დიდი ცვლილებები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ახალი ხელმძღვანელობა ახალ ამოცანებს ისახავს. ამიერიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაბიჯებზე პასუხისმგებელი გენერალი სირსკია.
დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სირსკის წინამორბედი დააჯილდოვა. ვალერი ზალუჟნი შეიარაღებულ ძალებს ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში ხელმძღვანელობდა, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.