ზაპოროჟიეზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ათობით ადამიანი საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს.
გვიან ღამით რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაინგრა 5 კერძო სახლი და დაზიანდა ათობით საცხოვრებელი კორპუსი და ქალაქის ინფრასტრუქტურა.
უკრაინის გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო 110 მეხანძრე-მაშველი და 24 სპეციალური ტექნიკა. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.