logo
ENG



ზაპოროჟიეში კოლაბორანტის ავტომობილი ააფეთქეს, ის გარდაიცვალა

14 ნოე 202221:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/14/rpoo6fb3kxpi8ij.jpg

ზაპოროჟიეს რეგიონში კოლაბორანტის მაქსიმ ზუბარევის ავტომობილი ააფეთქეს. ზუბარევი მელიტოპოლის რაიონის სოფელ აკიმოვკას ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. კოლაბორანტის გარდაცვალება მის Faceboke-გვერდზე დაადასტურეს.

სოფელი აქიმოვკა მიმდინარე წლის მარტიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. იქ ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმი ამ ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ.

მაქსიმ ზუბარევი სოფელ აკიმოვკას სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსად 7 მაისს დაინიშნა, რის შემდეგაც აკიმოვის კაზაკთა რაზმი შექმნა, რომელსაც სოფელში "წესრიგი უნდა დაეცვა".

მაქსიმ ზუბარევი ოკუპანტების მხარეზე გადასვლამდე იყო მუნიციპალური საწარმო "ჩისტოტას" დირექტორის მოადგილე, უკრაინის კომუნისტური პარტიის მელიტოპოლის საქალაქო კომიტეტის მდივანი და ასევე მელიტოპოლის საკრებულოს დეპუტატი. 2010 წელს მან მელიტოპოლის მერის არჩევნებზე კენჭი იყარა.

2015 წელს მაქსიმ ზუბარევი ქრთამის აღებისას დააკავეს: 7 000 დოლარი საკრებულოს სხდომაზე მიღებული პროექტის გაწვევის სანაცვლოდ. მელიტოპოლის სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ის გაამართლა.

შეგახსენებთ, 9 ნოემბერს გენიჩესკის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილ სტრემუსოვი დაიღუპა.


close დახურვა