logo
ENG



ზარქუა: ივნისის ბოლოს მივიღებთ წევრობის სტატუსს, გავხდებით EU-ს წევრი, წინასწარ გილოცავთ

10 მაი 202212:39
3 წუთის საკითხავი
 
ზარქუა: ივნისის ბოლოს მივიღებთ წევრობის სტატუსს, გავხდებით EU-ს წევრი, წინასწარ გილოცავთ
ვახო ქარელი/ფორმულა

დღეს კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირის წარმომადგენლობას გადასცემენ. მინდა გითხრათ, რომ ყველა უწყება დიდი პასუხისმგებლობით იყო ჩართული. მგონია, რომ ივნისის ბოლოს საქართველო მიიღებს ამ ისტორიულ შანსს, მიიღებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი ხელისუფლება გეგმაზომიერად... დაწყებული თავისუფალი ვაჭრობით, გაგრძელებული უვიზო მიმოსვლით და სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის იქნება დაგვირგვინება. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ის რეფორმები და მიდგომები, რაც გვქონდა ეკონომიკასა და კონსტიტუციაში, ყველაფერი, ასეთი ლამაზი დასასრულით დაგვირგვინდა. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს იქნება თითოეული ქართველის დამსახურება. წინასწარ გილოცავთ.


close დახურვა