logo
ENG



ზარქუა: კასიანოვის განცხადება, მისი საქართველოდან ევაკუაციისა და გაწვევის საფუძველია

25 იან 202313:51
3 წუთის საკითხავი
 
ზარქუა: კასიანოვის განცხადება, მისი საქართველოდან ევაკუაციისა და გაწვევის საფუძველია
ვახო ქარელი/ფორმულა

ის, რა განცხადება რაც გააკეტა კასიანოვმა, ესაა საფუძველი რომ ამ ადამიანის ევაკუაცია მოხდეს საქართველოდან და გაწვევა. მაშინ, როდესაც უკრაინელ დევნილებს, პირველი დღიდან ყოველგვარი საერთაშორისო დახმარების გარეშე, სკოლების გახსნა, საცხოვრისებისა შექმნა, პირობების, პროგრამების, ეს ხომ პირველივე დღიდან დავიწყეთ?.. უფრო მეტსაც გეტყვით, ის მოცემულობა გვაქვს, რომ მათ შორის, ის უკრაინელი დევნილები რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან, ბრუნდებიან საქართველოში. რატომ? იმიტომ, რომ აქ ხვდებათ ის კეთილგანწყობა, როგორც ხალხის ისე მთავრობის მხრიდან, მთელი რიგი პროგრამები, კომუნალურების, ტრანსპორტის, სკოლების და ბაღების ნაწილში... ამის შემდეგ რომ მოგიბრუნდება ენა და ამას იტყვი... ეს ახლა რომ ვუთარგმნოთ უკრაინელ დევნილებს და ვუთხრათ, მგონი, ჩვენი დასაცავი გახდება კასიანოვი თავისი მოქალაქეებისგან. ეს იქნება მერე.

მე მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ დაიბარონ და აუხსნან დიპლომატიის ანა-ბანა, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ისაუბროს. მეტი არაფერი. მაქვს განცდა, რომ ბატონ არესტოვიჩს ჩაენაცვლა კასიანოვი. იმან ხომ იცით, როგორ დაამთავრა, გააბუნძულეს მთავრობიდან. რასაც ვამბობდით, არაერთხელ ვამბობდით, რომ არესტოვიჩის განცხადება, არ ეხმიანება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს. შემდეგ როგორ გაუშვეს, რომ კონტრდაზვერვა უნდა დაინტერესდეს არესტოვიჩით. მე მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ერთი ერთში ჯდება ბატონი კასიანოვი. ე, მანდ, ფრთხილად იყავი, ჩემო მეგობარი, რომ საერთოდ არ დაკარგო ის კარიერა, რაც აქამდე მიხვედი. 


close დახურვა