„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
ქუცნაშვილის მიერ დირექტორის მოადგილის პოსტის დაკავებას „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაც“ ადასტურებს.
შპს “გარდაბნის თბოსადგურის“ 49.092%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – „საპარტნიორო ფონდია“. 50.908%-იანი წილს კი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ფლობს.
"ფორმულა" დაუკავშირდა თავად ქუცნაშვილს, თუმცა ის ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.