ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის წევრი ვერ გახდება. შესაბამისი განცხადება, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის მონაწილე არც ერთ კანდიდატი თანამდებობის დასაკავებლად არ განიხილება, შესაბამისად, არც ერთი მათგანი საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელსაც გავრილოვის ღამის შემდეგ საპარლამეტნო მანდატის დატოვება მოუწია, განცხადება კომისიის წევრობაზე 6 დეკემბერს შეიტანა.