logo
ENG



ზახაროვა: თუ აშშ უკრაინას უფრო შორი მანძილის იარაღს მიაწვდის, კონფლიქტის მონაწილე გახდება

15 სექ 202217:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/15/cqs5eqi9xtm020x.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, თუ ამერიკა უკრაინას უფრო შორი მანძილის იარაღს მიაწვდის, ის კონფლიქტის უშუალო მონაწილე გახდება.

როგორც ზახაროვამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში "მოსკოვი იძულებული გახდება ადეკვატური რეაგირება მოახდინოს".

"თუ ვაშინგტონი მიიღებს გადაწყვეტილებას რომ კიევს შორი მანძილის იარაღი მიაწოდოს, ამით ის წითელ ხაზს გადაკვეთს და კონფლიქტის უშუალო მონაწილე გახდება. ასეთი სცენარის გათვალისწინებით, იძულებული გავხდებით ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ", - თქვა ზახაროვამ.

14 სექტემბერს, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფისთვის ემზადება. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი ამბობს, რომ დახმარების ახალი პაკეტის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს უკრაინასთან, რათა ზუსტად გაიგოს და განსაზღვროს, რა სამხედრო საჭიროებები აქვს კიევს, ამ ეტაპზე, ფრონტის ხაზზე.


close დახურვა