logo
ENG



ზახაროვა: უკრაინის დარტყმებზე რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი არ დააყოვნებს

11 აგვ 202416:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/11/o7lwbiyfmsw2jns.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მკაცრი პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს.

"ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ დანაშაულის ორგანიზატორები და დამნაშავეები, მათ შორის მათი უცხოელი კურატორები, პასუხს აგებენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების მკაცრი პასუხი არ დააყოვნებს", - აღნიშნა ზახაროვამ.

უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებენ. ბრძოლები კორენევსკისა და სუჯანსკის რაიონებში მიმდინარეობს.


close დახურვა