logo
ENG



ზახაროვა ლენდ-ლიზზე: ნატო სიტუაციის ნორმალიზების ნაცვლად უკრაინას იარაღით ამარაგებს

07 აპრ 202213:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/07/zaahncpuj50gtfx.png

ვაშინგტონის გადაწყვეტილებას "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის" შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა და თქვა, რომ ნატოს წევრები დიდი ხანი ემზადებოდნენ კიევის რეჟიმის იარაღით მომარაგებისათვის.

"[NATO იყო ჩართული პროცესში] მანამდეც და ახლაც, რა თქმა უნდა. უდავოა, რომ ეს ყველაფერი ნატოს სტრუქტურების თანამონაწილეობით და პირდაპირი კონტროლით მოხდა."- ამბობს ზახაროვა.

მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ მრავალი წლის განმავლობაში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი უშედეგო იყო სწორედ იმიტომ, რომ კიევის რეჟიმის უკან აშშ იდგა.

"აქედან გამომდინარე, ნორმანდიის ფორმატი, მიუხედავად იმისა, რომ მასში შედიოდა, როგორც ისინი პოზიციონირებენ,  ორი გიგანტი დასავლური ქვეყანა, გერმანია და საფრანგეთი, მათ ვერაფერი გააკეთეს, ზუსტად იმიტომ, რომ კიევის უკან ვაშინგტონი იდგა". - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ამასთან, ზახაროვამ თქვა, რომ NATO უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიან ნორმალიზებაში წვლილის შეტანის ნაცვლად აგრძელებს კიევისთვის იარაღის მიწოდებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 მარტს, აშშ-ის სენატმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ერთსულოვნად დაუჭირა მხარი "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის" მიღებას, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.


close დახურვა