logo
ENG



ზახაროვას თქმით, ელისაბედ II-ის დაკრძალვაზე რუსეთის არ მიწვევა ანგარიშსწორებაა და ამორალურია

16 სექ 202201:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/16/6s0joazk6prkhih.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ დედოფალი ელისაბედ II-ის დაკრძალვაზე რუსეთის არ დაპატიჟება, ბრიტანეთის მხრიდან რუსეთის ანგარიშსწორებას ისახავს მიზნად და ამორალურია.

ზახაროვას განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

ზახაროვას თქმით, ბრიტანეთი და თავად ელისაბედ მეორე, რომელიც თავდაცვითი ძალების რიგებში მსახურობდა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტებისა და "მათი უკრაინელი მოკავშირეების" წინააღმდეგ იბრძოდა, "ახლა კი ბრიტანეთი მათ მხარესაა".

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ დედოფალი ელისაბედ მეორე პოლიტიკაში არ ერეოდა, ბრიტანეთი კი ახლა კონიუნქტურის შესაბამის დავალებებს ასრულებს.

„ბრიტანეთის მცდელობა, რომ ეროვნული ტრაგედია, რომელიც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანის გულს შეეხო, გლოვის დღეებში გეოპოლიტიკური მიზნებით, ჩვენს ქვეყანასთან ანგარიშსწორების მიზნით გამოიყენოს, ძალიან ამორალურად მიგვაჩნია.

ეს განსაკუთრებით მკრეხელურია ელისაბედ II-ის ხსოვნისადმი, ვინც როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის რიგებში მსახურობდა, ვინც ნაცისტების და მათი უკრაინელი მოკავშირეების ს.ბანდერასა და რ.შუხევიჩის წინააღმდეგ იბრძოდა. ახლა კი ბრიტანეთის ელიტები მათ მხარეს არიან. და ახლა მოსკოვში ახსოვთ და განაგრძობენ ყველა იმ ვეტერანის ხსოვნის პატივისცემას, ვინც გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.

უნდა ვაღიაროთ, რომ დედოფალი ელისაბედის გამაერთიანებელი სურათი, რომელიც საკუთარი მმართველობის დროს პრინციპულად არ ერეოდა პოლიტიკაში, ლონდონის მხრიდან დანაწევრებისკენ მიმართული თავდასხმებისთვის წინაღობა არ გამხდარა, რაც ექვემდებარება საკუთარი კონიუნქტურის შესაბამისი დავალებების შესრულებას.

ჩვენი მხრივ, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას ბრიტანელი ხალხის მიმართ იმ დიდ დანაკარგთან დაკავშირებით, რაც მათ თავს დაატყდათ“ - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი, ბელარუსი და მიანმარი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიალზე არ მიიწვია.


close დახურვა