NCDC-ის გადამდები ინფექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხაზაშვილმა ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა, რომ სეირნობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
„ერთმნიშვნელოვანი მტკიცება იმისა, რომ გარეთ სეირნობა ზარალი მოუტანია ადამიანთა ჯანმრთელობისთვის და ეს გამხდარიყოს კოვიდის გავრცელების ინტენსიური წყარო, მე არსად წამიკითხავს.
გარეთ გასვლის გარეშე ადამიანები დიდხანს ვერ გაძლებენ, ეს აუცილებელი და საჭიროც არის მათი ჯანმრთელობისთვის. დიახ, უნდა გაისეირნოთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენ და თქვენი შვილები იყოთ დისტანციებული სხვა ადამიანებისგან“, - განაცხადა ზახაშვილმა.