logo
ENG



ზელენსკი: 7 რეკომენდაცია გვქონდა, ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც დეკემბერში ჩვენგან ელოდნენ

09 დეკ 202312:42
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკომიის მიერ გაცემული 7 რეკომენდაციიდან, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რასაც დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები ელოდნენ.

"უკრაინა ასრულებს ყველა ვალდებულებას, ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მიიღო აუცილებელი კანონები ანტიკორუფციული და ეროვნული უმცირესობების უფლებების სფეროში. გასათვალისწინებელია ვენეციის კომისიის დასკვნები, კონკრეტულად ეროვნულ თემებთან დაკავშირებით.

ველით, რომ უკრაინის ძალისხმევა ევროკავშირის ლიდერების მიერ სათანადოდ იქნება დაფასებული და შესრულდება შესაბამისი ევროპული დაპირებები უკრაინის მიმართ. ჩვენ 7 რეკომენდაცია გვქონდა, ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც დეკემბერში ჩვენგან ელოდნენ", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

5 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.

14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".


close დახურვა