logo
ENG



ზელენსკი: SWIFT-ზე ყველაფერი გადაწყვეტილია. დაწყებულია რუსი აგრესორის გათიშვის პროცედურა

26 თებ 202222:07
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: SWIFT-ზე ყველაფერი გადაწყვეტილია. დაწყებულია რუსი აგრესორის გათიშვის პროცედურა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის SWIFT-დან გათიშვილის შესახებ გადაწყვეტილია და მისი სისტემიდან გათიშვის პროცედურა დაწყებულია. 

მისი განცხადებით, ეს უკრაინის გამარჯვებაა, ხოლო რუსეთი მილიარდებს დაკარგავს. 

რამდენიმე საათით ადრე იგივე ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ

SWIFT (მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება) ფინანსური ინსტიტუტების გაერთიანებაა. ის 1973 წელს შეიქმნა. 

SWIFT არ არის ტრადიციული ბანკი - ეს არის დაცული სისტემა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ერთმანეთთან აკავშირებს, ბანკებს უგზავნის საგადასახადო დავალებებს, ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ტრანზაქციების განხორციელებისთვის. 

SWIFT-ის სისტემაში დღის განმავლობაში 40 მილიონზე მეტი შეტყობინება შედის, სახელმწიფოები ერთმანეთში ტრილიონობით დოლარს ცვლიან. 

ამ დავალებების 1%-ზე მეტი რუსულ გადარიცხვებს მოიცავს. 


close დახურვა