logo
ENG



ზელენსკი: არ არსებობს ისეთი იარაღი, რომელიც გატეხავს ერს, რომელმაც იცის, რისთვის იბრძვის

18 ოქტ 202216:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/18/6ixwtmwzo6bdrlc.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ არსებობს ისეთი იარაღი, რომელიც გატეხავს ერს, რომელმაც იცის, რისთვის იბრძვის.

"ჩვენი ერთიანობა, ერთმანეთისადმი ჩვენი ყურადღება, საერთო ინტერესებისთვის ბრძოლისა და მუშაობის უნარი უკრაინის გამარჯვებისა და ტერორისტების დამარცხების გარანტიაა. არ არსებობს ისეთი იარაღი, რომელიც გატეხავს ერს, რომელმაც იცის, რისთვის იბრძვის და რას არ აპატიებს მტერს არასდროს," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღეს დილით რუსეთმა უკრაინაში რამდენიმე ქალაქი დაბომბა, მათ შორის, კიევი, ხარკივი, მიკოლაივი, ჟიტომირი. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

უკრაინის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს დნეპრში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სარაკეტო იერიშები დაფიქსირდა ჟიტომირის ენერგომომარაგების ობიექტებზე, ასევე სამი დარტყმა იყო კიევის მარცხენა სანაპიროს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია დარტყმების შესახებ კრივოი როგსა და მიკოლაივში. მიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რაკეტები მოხვდა ყვავილების ბაზარსა და ორსართულიან სახლს. ნანგრევების ქვეშ კაცის ცხედარი იპოვეს.


close დახურვა