უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებთან დისკუსიებისას ამერიკელებმა დასვეს კითხვა, შეუძლია თუ არა უკრაინას დათანხმდეს დონბასის იმ ტერიტორიებიდან საკუთარი ჯარების გაყვანას, რომლებიც კვლავ მის კონტროლქვეშ რჩება, ქვეყნის ნატოში მიღების სანაცვლოდ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ ამერიკული მხარე და NATO-ს სხვა პარტნიორები აღნიშნულ წინადადებას დაადასტურებენ, ის მის განხილვას უკრაინულ საზოგადოებას შესთავაზებს. ზელენსკის განცხადებით, მსგავს გადაწყვეტილებას საკუთარი შეხედულებისამებრ ვერ მიიღებს.
ზელენსკიმ განმარტა, რომ NATO-ში წევრობა უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტიაა, რადგან ალიანსის წევრი ქვეყნები კოლექტიურ პასუხისმგებლობას იზიარებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, მკაფიოდ განისაზღვროს, კონკრეტულად რას ითვალისწინებს უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები და როგორ იმუშავებს ისინი პრაქტიკაში.
