logo
ENG



ზელენსკი: ბატონო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი

17 მარ 202214:01
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად მიმართა გერმანიის ბუნდესტაგს. გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ბერლინის კედელი გაიხსენა.

დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ თქვა, რომ "დახმარება ძალიან გვიან მივიდა, რათა ომი დასრულებულიყო", ამასთან, გააკრიტიკა გერმანიის პოლიტიკა.

"ჩვენ ვხედავდით თქვენს მზაობას, გაგეგრძელებინათ რუსეთთან თანამშრომლობა, ახლა კი ჩვენ ცივ ომში ვართ. და ეს კიდევ ვერ შეამჩნიეთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

"ისევ თავს იცავთ კედლის უკან, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას, დაინახოთ, თუ რას გავდივართ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

თავის მიმართვაში ზელენსკიმ მიმართა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს:

"ძვირფასო ბატონო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი".

ამ ფრაზის გამოყენებისას ზელენსკიმ პირდაპირი პარალელი გაავლო აშშ-ს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის გამოსვლასთან, რომელიც 1987 წელს ბერლინის კედელთან იდგა. რეიგანი მიმართავდა საბჭოთა კავშირის ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვს, რომ ბერლინის კედელი დაენგრია.


close დახურვა