logo
ENG



ზელენსკი: ბოლო ათწლეულების განმავლობაში უკრაინამ რუსულ ჯარს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა

12 მარ 202217:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/2hydf2e2ddx364z.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში უპრეცედენტო სიჩქარით ზარალს განიცდის.

ზელენსკის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე [16 დღეში] რუსეთის ტაქტიკურმა ბატალიონმა საბრძოლო უნარები დაკარგა, განადგურდა 360 ტანკზე მეტი, ასევე 1205 ჯავშან-მანქანა, დაახლოებით 60 თვითმფრინავი და 80 ვერტმფრენი.

"ჩვენი სამხედრო ძალები აკეთებენ ყველაფერს, რათა წაართვან მტერს ამ ომის გაგრძელების ყველანაირი სურვილი. რუსული ჯარების დანაკარგი კოლოსალურია. ოკუპანტების დანაკარგების დინამიკა ისეთია, რომ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ: ეს ყველაზე დიდი დარტყმაა რუსულ ჯარზე, ბოლო ათწლეულების განმავლობაში. რუსეთის ჯარს ასეთი რაოდენობის დანაკარგი [17 დღეში] არასდროს ჰქონია. რუსი სამხედროები ტყვედ ბარდებიან ჯგუფებად", - განაცხადა ზელენსკიმ. 


close დახურვა