უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის მომზადებული სანქციების პაკეტი ახლოსაა. მისი თქმით, პრეზიდენტ მაკრონთან ერთად განიხილა სანქციების ყველა დეტალი.
ზელენსკი რუსეთის მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან (SWIFT) გათიშვას ითხოვს.
"რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან დამატებითი მძიმე სანქციების პაკეტი ახლოვდება. ყველა დეტალი განვიხილე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად. ჩვენ ვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-დან [მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან], უკრაინის საჰაერო სივრცის [რუსეთისთვის] ფრენისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადებასა და სხვა ეფექტურ ნაბიჯებს, რათა შევაჩეროთ აგრესორი" - წერს ტვიტერზე პრეზიდენტი ზელენსკი.
A package of additional tough sanctions against Russia from the EU is approaching. Discussed all the details with @EmmanuelMacron. We demand the disconnection of Russia from SWIFT, the introduction of a no-fly zone over Ukraine and other effective steps to stop the aggressor.
დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.