logo
ENG



ზელენსკი: ვერავის ეყვარება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ის

16 თებ 202212:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/16/mbvc82zd6f01rjz.jpg

დღეს, 16 თებერვალს უკრაინა ერთიანობის დღეს აღნიშნავს. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის მოსახლეობას ერთიანობის დღეს ულოცავს.

"დიდებულო ხალხო, დიდებული ქვეყნის, დილა მშვიდობისა! დღეს მნიშვნელოვანი დღეა - დღე ჩვენი, ყველას ერთიანობის. ჩვენ განსხვავებულები ვართ, განსხვავებული ასაკის, განსხვავებული სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, სხვადასხვა რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ნიჭის, სხვადასხვა ცოდნის, ენების, რელიგიის. მაგრამ ჩვენ ერთი სურვილი გვაერთიანებს: ვიცხოვროთ მშვიდად, ბედნიერად, ერთ ოჯახად, ბავშვებთან ერთად, მშობლებთან ერთად.

და ჩვენ ამ ყველაფრის ყველანაირი უფლება გვაქვს, რადგან ჩვენ სახლში ვართ, ჩვენ უკრაინაში ვართ და ვერავის ეყვარება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს. და არავის სხვას, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი სახლი ერთად.

გილოცავთ ერთიანობის დღეს, ლურჯ-ყვითელი, ბედნიერ ერთიანობის დღე, უკრაინა! აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი მხოლოდ ერთად ჟღერენ და ძლიერად ჟღერენ" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 თებერვალს განაცხადა რომ, მას აწვდიან ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება.

გავრცელებულ ვიდეოში ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა და 16 თებერვალი ქვეყანაში ერთიანობის დღედ გამოაცხადა. 

 

close დახურვა