logo
ENG



ზელენსკი: ვილნიუსში მკაფიო სიგნალი გვჭირდება, რომ უკრაინა ომის შემდეგ NATO-ს წევრი გახდება

01 ივლ 202320:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/01/qvt7syc7gc1er8m.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსის სამიტზე უკრაინას მკაფიო სიგნალი სჭირდება, რომ ომის შემდეგ NATO-ს წევრი გახდება.

"ვილნიუსის სამიტზე ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო და გასაგები სიგნალი, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს და აქვს უფლება, გახდეს NATO-ს წევრი ომის შემდეგ. ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა", - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინას გარკვეული დროით უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, იქამდე, სანამ ქვეყანა ალიანსის სრულუფლებიანი წევრი არ გახდება.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს სამიტი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება.


close დახურვა