logo
ENG



ზელენსკი: ვისაც ჩვენს მიწაზე ბოროტების თესვა სურს, ნაყოფს საკუთარ ტერიტორიაზე მოიმკის

24 აგვ 202412:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/24/xfd7lrpmcb7outx.jpg

უკრაინელები ვალს ყოველთვის აბრუნებენ. ის, ვინც ჩვენს მიწას უბედურებას უსურვებს, ამას საკუთარ სახლში მიიღებს. მას, ვისაც ჩვენს მიწაზე ბოროტების თესვა სურს, ნაყოფს საკუთარ ტერიტორიაზე მოიმკის. ეს წინასწარმეტყველება არაა, არც სხვისი უბედურების გახარება, არც ბრმა შურისძიება, ეს არის კანონზომიერება. სამართლიანობა. 

დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის 33-ე იუბილეს აღვნიშნავთ. და ის, რაც ჩვენს მიწაზე მტერს მოჰქონდა, ახლა მას სახლში დაუბრუნდა. და ის, ვისაც სურდა ჩვენი მიწები ბუფერულ ზონად ექცია, უნდა ფიქრობდეს, რომ საკუთარი ქვეყანა არ გადაიქცეს ბუფერულ ფედერაციად.


close დახურვა