logo
ENG



ზელენსკი: ზოგადად, უკვე მიჭირს იმის თქმა, ვინ ან რა არის პუტინი

29 ოქტ 202217:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/29/zv9oyw1f3ajappc.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას უჭირს იმის თქმა, ვინ ან რა არის პუტინი.

"ზოგადად, უკვე მიჭირს იმის თქმა, ვინ ან რა არის პუტინი. პუტინი დღეს - ეს არის ხალხის წრე, ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა საფირმო სახელწოდებით "პუტინი", რომელიც აგრესიულ ნაბიჯებს დგამს ერის დასანგრევად.

ჩვენ ისევე არ ვართ მზად პუტინთან სასაუბროდ, როგორც ზოგადად, ამ რეჟიმთან," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის ეს რეჟიმი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობას გამოხატავს. მისი თქმით, ეს გამოიხატება იმაში, რომ რუსი სამხედროები იმყოფებიან უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე და კლავენ მის მოქალაქეებს.

შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ.

"როცა ხელები მთლიანად სისხლით გაქვს დაფარული, არავის სურს შენი ხელის ჩამორთმევა," - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა