logo
ENG



ზელენსკი: თუ 2024 წელს ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, სახელმწიფოს ვერ მივატოვებ

31 აგვ 202320:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/31/7sak0lp0qtfrpxy.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ 2024 წელს ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, ის სახელმწიფოს ვერ მიატოვებს.

"თუ 2024 წელს ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, სახელმწიფოს ვერ მივატოვებ, რადგან მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და მას ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავ. თუ ეს არჩევნებია, მაშინ ის ჩვენს ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, იმისათვის, რომ სამხედროებმა ხმის მიცემა შეძლონ, ფრონტის ხაზზე, ამიტომ ჩვენ დამკვირვებლები მთელი მსოფლიოდან გვჭირდება. მინდა, ყველაფერი კანონის შესაბამისად იყოს, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად, როგორც ეს წინა არჩევნებზე მოხდა, როცა პრეზიდენტი გავხდი.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავკარგოთ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდნენ ლტოლვილებად. მათ უნდა ჰქონდეთ ინფრასტრუქტურა კანდიდატებისთვის ხმის მისაცემად... ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ დაბომბვის საფრთხე არ არსებობდეს, რომ ხალხი დაცული იყოს ტერიტორიებზე", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

კონსტიტუციის თანახმად, უკრაიანაში საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, საპრეზიდენტო არჩევნები კი 2024 წლის მარტში. თუმცა უკრაინის კანონმდებლობა საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარებას კრძალავს.


close დახურვა