logo
ENG



ზელენსკი: თუ მარიუპოლში ხალხს მოკლავენ და რეფერენდუმს ჩაატარებენ, მოლაპარაკებებს დავტოვებთ

23 აპრ 202221:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/23/mcfu71883irwkfm.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ მოსკოვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ფსევდო რესპუბლიკების“ შექმნის მოტივით „ფსევდო რეფერენდუმების“ გამართვას არ შეწყვეტს კიევი მოლაპარაკებებს დატოვებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა იმ შემთხვევაშიც შეწყვეტს მოსკოვთან მოლაპარაკებას თუ ოკუპანტები მარიუპოლში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას არ შეწყვეტენ.

ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„თუ რუსეთი მარიუპოლში ჩვენ ხალხს გაანადგურებს, თუ ჩატარდება ფსევდო რეფერენდუმი ფსევდო სახალხო რესპუბლიკებში, უკრაინა ნებისმიერი მოლაპარაკებების პროცესიდან გამოვა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


close დახურვა