logo
ENG



ზელენსკი: თუ პუტინთან მოლაპარაკებები არ გამოვა, ეს შეიძლება მე-3 მსოფლიო ომს ნიშნავდეს

20 მარ 202219:57
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: თუ პუტინთან მოლაპარაკებები არ გამოვა, ეს შეიძლება მე-3 მსოფლიო ომს ნიშნავდეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა თუ მოლაპარაკებები კრახს განიცდის, "ეს შეიძლება ნიშნავდეს მესამე მსოფლიო ომს". 

როგორც ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, მოლაპარაკებების გარეშე ომი ვერ დასრულდება. 

"მე მზად ვარ მასთან მოლაპარაკებებისთვის. მზად ვიყავი ბოლო 2 წლის განმავლობაში. მგონია, რომ მოლაპარაკებების გარეშე ამ ომს ვერ დავასრულებთ. ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი, რათა გვქონდეს მოლაპარაკებების შესაძლებლობა, პუტინთან საუბრის შესაძლებლობა. მაგრამ თუ ეს მცდელობები წარმატებით არ დაგვირგვინდება, ის იმის მანიშნებელი იქნება, რომ ეს მესამე მსოფლიო ომია", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, "უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა". 

"მინდა ჩემი ქვეყნისთვის და ხალხისთვის უსაფრთხოების გარანტიები მივიღო. თუ ნატოს წევრები მზად არიან ალიანსში გვნახონ, მაშინ ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთონ. რადგან ხალხი ყოველდღიურად იღუპება", - აღნიშნა ზელენსკიმ. 

მან ნატოს დახმარებისთვის მადლობაც გადაუხადა. 


close დახურვა