logo
ENG



ზელენსკი: თუ რუსეთს ახლა არ შევაჩერებთ, სხვა აგრესორებიც დაიწყებენ ომებს

19 მარ 202218:37
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: თუ რუსეთს ახლა არ შევაჩერებთ, სხვა აგრესორებიც დაიწყებენ ომებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ომის შედეგების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს და ამბობს, რომ თუ რუსეთს ახლა არ შეაჩერებენ, მსოფლიოში სხვა აგრესორი ქვეყნებიც ომს დაიწყებენ. 

"თუ რუსეთს ახლა არ შევაჩერებთ, თუ რუსეთს ახლა არ დავსჯით, სხვა აგრესორები მსოფლიოში დაიწყებენ სხვა ომებს. მსოფლიოს სხვასხვა რეგიონში. სხვადასხვა კონტინენტებზე. ყველგან, სადაც რომელიმე სახელმწიფო ოცნებობს მეზობლის დაპყრობაზე", - წერს ზელენსკი. 


close დახურვა